ინფორმაციას ფონდის 2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შესახებ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტრადიციულად შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტით დაფინანსების კონკურსის ლიდერია.
კონკურსში გამარჯვებული 111 პროექტიდან 31 პროექტი (დაახლოებით გამარჯვებული პროექტების 28%) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებს ეკუთვნით.
ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნას არსებულ ყველა სამეცნიერო მიმართულებებში: (ქვემიმართულებები გაწერილია სპეციალური კლასიფიკატორით).
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიები, სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები, აგრარული მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.
კონკურსის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.